LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: რაში მჭირდება მოვიგონო, რომ ველაპარაკე კლიჩკოს? 3 მარტს ვესაუბრე

162
FORTUNA.GE (31)

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მას კიევის მერთან, ვიტალი კლიჩკოსთან კომუნიკაცია ნამდვილად ჰქონდა, რომლის დროსაც სხვადასხვა საკითხი განიხილეს.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, კომუნიკაცია შედგა ასევე, ხარკოვისა და ირპენის მერებთან.

“ქალაქი იბომბებოდა როდესაც კახა კალაძის ზარი გაისმა…” – რას ჰყვება ხარკოვის მერი

„მინდა, გამოვეხმაურო ერთ თემას, თითქოს კომუნიკაცია არ მქონია კიევის მერთან და ეს მოვიტყუე. არ ვიცი, რა დავარქვა, აბსურდი და გაუგებარია ეს ყველაფერი. რაში მჭირდება, მოვიგონო, თითქოს ველაპარაკე კიევის მერს, კლიჩკოს. უბრალოდ არ მესმის, გაუგებარია, რატომ უნდა მოვიგონო ეს. რა თქმა უნდა, ვესაუბრე 3 მარტს. ჯერ ოფიციალური წერილი გავუგზავნე ტელეფონზე, „ვოსტაფზე“.

ეს იყო ჩემი და მოლდოვის მერის. ამავდროულად, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის პრეზიდენტი, ჩვენ ერთობლივად გავამზადეთ წერილი და ეს წერილი გამოქვეყნებულ იქნა სხვადასხვა მედიის საშუალებით.

წერილის გაგზავნის შემდეგ მან მაშინვე გადმომირეკა და გვქონდა საუბარი ყველაფერზე – იქ არსებულ მდგომარეობაზე, თუ რა ვითარება იყო. ამის შემდეგაც მქონდა კომუნიკაცია. ასევე კომუნიკაცია მქონდა ხარკოვისა და ირპენის მერებთან. უბრალოდ რატომ უნდა მოვიტყუო, რა არის ამაში ისეთი, რომ ვესაუბრე კიევის მერს და ეს იყოს რაღაც განსაკუთრებული ვიღაცისთვის. არ მესმის ეს ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები