LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: რა პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შეცვალოს სააკაშვილმა? უნდა იშიმშილოს ან რამდენიც უნდა იმდენი ჭამოს, ვინ უშლის ხელს?

180
Untitled design11

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ განმეორებით, უვადო შიმშილობის დაწყებას თბილისის მერი ეხმიანება.

„ნახოს ყველამ, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული“ – მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას აცხადებს

კახა კალაძის მოსაზრებით, ეს სააკაშვილის პირადი გადაწყვეტილებაა, ამაში ხელს ვერავინ შეუშლის.

“ეს მისი გადასაწყვეტია, თვითონ როგორც უნდა, ისე გადაწყვეტს. ვერავინ შეუშლის ამაში ხელს და ვერავინ შეაჩერებს. ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება, თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, როგორ იმოქმედოს და რა გააკეთოს.

რა პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შეცვალოს? ეს მისი გადასაწყვეტია, უნდა იშიმშილოს ან რამდენიც უნდა იმდენი ჭამოს, ვინ უშლის ხელს?” – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა უვადო შიმშილობის დაწყების შესახებ გუშინ, მორიგ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, მისი შიმშილობა იქნება რეაქცია მის მიმართ რეჟიმის მოპყრობაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები