თბილისის მერის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს ევროინტეგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია.
ვიქტორ ორბანი: „საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა, საქმე გაკეთებულია, ყველას უყვარხართ“
კახა კალაძემ ამის შესახებ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა და აქვე აღნიშნა, რომ ფიქრობს, საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მიიღებს:
„ორბანი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის, ევროინტეგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. ასე, რომ, რა თქმა უნდა, საქართველო სტატუსს იმსახურებდა მანამდეც, როდესაც თავის დროზე საქართველოსთან მიმართებით ეს უსამართლო გადაწყვეტილება იყო მიღებული. მაგრამ ახლა მგონია, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს სტატუსს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია“,- განაცხადა კახა კალაძემ.
უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის გადადება მოითხოვა