LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: მზად ვარ ვითანამშრომლო ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც საკრებულოშია წარმოდგენილი

142
კახა კალაძე

თბილისის მერი აცხადებს, რომ მზად არის, დედაქალაქის საკრებულოში შემავალ ყველა პარტიასთან ითანამშრომლოს.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, ამისთვის მზად იყო 2017 წელსაც, თუმცა, მისი თქმით, პოლიტიკურმა ფიგურებმა პოლიტიკური შოუების მოწყობა დაიწყეს.

დედაქალაქის მერი ამბობს, რომ მისი თანაგუნდელები მზად არიან – ერთად ბევრი საქმე გააკეთონ:

“მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რომლებიც საკრებულოში არიან წარმოდგენილი, ასევე, მზად არიან ჩემი თანაგუნდელები, რომ ბევრი საქმე გავაკეთოთ ერთად. ეს ხომ არ არის მარტო ჩემი გასაკეთებელი. მათაც აქვთ მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან, ჩაერთონ. მაქსიმალური თანამშრომლობა იქნება.

თუ გახსოვთ, 2017 წელს განვაცხადე, რომ მზად ვიყავი თანამშრომლობისთვის და მართლა დავიწყე თანამშრომლობა.

მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომებს ესწრებოდნენ ოპოზიციური გუნდის წარმომადგენლები, თუმცა, პოლიტიკურმა ფიგურებმა, კონკრეტულად, ლევან ხაბეიშვილმა თავისი პოლიტიკური შოუების მოწყობა დაიწყო. ჩვენ არ გვქონდა ამის დრო. ჩვენ შეკრებილები ვიყავით საქმისთვის, კონკრეტული გადაწყვეტილებებისთვის და მაშინვე გაწყდა ეს ურთიერთობა”, – თქვა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები