LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე მილანში ფეხბურთის სათამაშოდ ბრუნდება

72

21 მაისს ბოლო დროის ერთ-ერთი საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელის ანდრეა პირლოს გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართება.

ამ სიმბოლურ შეხვედრაში მონაწილეობას „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად თბილისის მერი კახა კალაძეც მიიღებს.

კალაძე და პირლო „მილანის“ შემადგენლობაში ერთად რამდენიმე წელი თამაშობდნენ.

მატჩში მონაწილეობას გეგმავენ ცნობილი ვარსკვლავები: ჯანლუიჯი ბუფონი, პაოლო მალდინი, ალესანდრო დელ პიერო, ფილიპო ინძაგი, ფაბიო კანავარო, ჯენარო გატუზო, ალესანდრო კოსტაკურტა, ალესანდრო ნესტა, ტოტი, კაფუ, დიდა, დანიელე დე როსი, ჯორჯო კიელინი და სხვები.

თამაში მილანში, „სან სიროზე“ ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები