თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი, კახა კალაძე, თბილისის მეტროში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე სადგური დაათვალიერა.
ფაქტის ამსახველ ფოტოს სოციალურ ქსელში ქეთი ლაგვილავა ავრცელებს.
როგორც ცნობილია, კალაძე მეტროში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და მისი მოდერნიზაციის პროექტზეც იმსჯელა.