დღეს მთავრობა ყველანაირად არის მზად, დიდი რაოდენობით ვაქცინა გვაქვს, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, შვილები, ბებიები და ბაბუები, – აცხადებს კახა კალაძე და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს ვაქცინაციისკენ.
მისი თქმით, პანდემიასთან საბრძოლველად ყველა უნდა გაერთიანდეს და ვაქცინაციაში ტაქსის მძღოლებიც უნდა ჩაერთნენ.
“რაც შეეხება მერიის თანამშრომლებს, 30000-მდე ადამიანია ჩვენთან დასაქმებული, 5000-ზე მეტმა ადამიანმა უკვე გაიკეთა აცრა. ეს პროცესი გრძელდება და ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ და დავეხმარებით ადამიანებს აცრაში. რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, ისინიც უნდა ჩაერთნენ ამ პროცესში. ჩვენ ყველანაირ ინფრასტრუქტურას შევქმნით იმისთვის, რომ ვაქცინაცია გაფართოვდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, 27 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 345 315 ადამიანი.