LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: „მე დავიბადე საბჭოთა კავშირის პერიოდში, თუმცა მათი მმართველობა არ მახსოვს.. გადმოცემით რასაც ამბობენ, იგივე ხდება დღეს – ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამდი ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა“

111
კახა კალაძე

„რასაკვირველია ჩვენ გვინდა ევროკავშირი, ისეთი ევროკავშირი, სადაც არის სამართლიანობა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კახა კალაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია საბჭოთა რეჟიმის დროს არსებულ ვითარებას შეადარა და თქვა, რომ „არავის მიეცემა უფლება, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოს“.

„მე დავიბადე საბჭოთა კავშირის პერიოდში, თუმცა მათი მმართველობა არ მახსოვს, ბავშვი ვიყავი. გადმოცემით რასაც ამბობენ, ვფიქრობ, იგივე ხდება დღეს ერთი ერთში, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში – მითითებები, ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამდი ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა. იგივე ხდება დღეს.

თქვენ გინახავთ, რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, რომელიმე ქვეყნის დიპლომატი გამოდიოდეს და ერეოდეს იმაში, პარლამენტმა რა კანონი ან რა გადაწყვეტილება მიიღოს? სრული სიგიჟეა უბრალოდ. ჩვენ ისეთი ევროკავშირი გვინდა, სადაც არის სამართლიანობა. ხელისუფლება გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნებული იყოს სამართლიანობა, სიმშვიდე. არავის მიეცემა უფლება, ვინც არ უნდა იყოს ის, ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები ირაკლი კობახიძეს ხვდებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები