LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე ლევან თედიაშვილზე: მას სახელმწიფო და ფონდი „ქართუ ეხმარება“, მზად ვარ, მეც გვერდით დავუდგე

569
BeFunky-collage (2)

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა ცნობილი ქართველი მოჭიდავის, ლევან თედიაშვილის შესახებ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ლეგენდარული სპორტსმენი სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებოდ არის მიტოვებული.

კახა კალაძის თქმით, ლევან თედიაშვილზე საქველმოქმედო ფონდ „ქართუს” გრანტიდან ყოველთვიურად 1 500 ლარი, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან – ყოველთვიურად 2 000 ლარი გაიცემა.

„რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ბატონ ლევანს ფინანსურად ეხმარება. ზუსტი თანხა ზუსტად არ ვიცი, მგონი ეს არის 1 500 ლარი ყოველთვიურად. გარდა ამისა, სახელმწიფოს მხრიდან მას აქვს 2 000 ლარის ოდენობის ყოველთვიური დაფინანსება.

თუ რაიმე დამატებით არის საჭირო, პირადად მე მზად ვარ, ხელი შევუწყო, გვერდში დავუდგე ამ ადამიანს. ასევე, მზადყოფნაშია თბილისის მუნიციპალიტეტიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქმე ისაა, რომ მო­ქა­ლა­ქე ილია მო­ლაშ­ვილ­მა გაავრცელა პოსტი, სა­დაც ლე­გენ­და­რუ­ლი მო­ჭი­და­ვის ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე წერ­და და იქვე აღ­ნიშ­ნავ­და, რომ თედი­აშ­ვი­ლი მარ­ტო, “ყვე­ლას­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლი” იყო.

ამავე თემაზე იხილეთ ვრცლად:

„არ არის ეს კაცი მიტოვებული, თუ ვინმეს სიმართლე აინტერესებს, ჩემთან მოვიდეს” – რას ამბობს ლევან თედიაშვილის შვილი მამის მდგომარეობასა და გავრცელებულ ინფორმაციაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები