LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე – ხეების წაქცევამ გამოიწვია საცობები, ცენტრალური ქუჩები გახსნილია და გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი – ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პრობლემები დროულად აღმოიფხვრას

150
ფორტუნა - 2023-10-09T223358.863

მუნიციპალიტეტის მერიის ყველა შესაბამისი სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული პრობლემები დროულად აღმოიფხვრას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა.

„ქარმა ძირითადად საბურთალოს და ვაკის რაიონები დააზარალა – შესაბამისი უწყებები იმყოფებიან ყველა პრობლემურ ადგილზე“ – ძლიერი ქარის გამო შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

როგორც მან აღნიშნა, ძლიერმა ქარმა გარკვეული პრობლემები ძირითადად, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში შექმნა.

„დაფიქსირდა ხეების წაქცევის ფაქტები, რამაც განაპირობა კონკრეტული ქუჩების დროებით გადაკეტვა; დაზიანდა ავტომობილები; ხეების წაქცევამ გამოიწვია საცობებიც, რამაც ავტომობილების გადაადგილება შეზღუდა. ცენტრალური ქუჩები გახსნილია და გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახურისა და გამგეობების თანამშრომლები მაქსიმალურად არიან მობილიზებული. ისინი მუშაობას მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობენ, რათა ყველგან მივიდეთ, სადაც პრობლემები ფიქსირდებოდა და მოსახლეობას დახმარება აღმოვუჩინოთ. საპატრულო პოლიციასთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა პრობლემა მოგვარდეს. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს თანამშრომლობისთვის. მოქალაქეების მხრიდან „112“-შიც შედის ზარები და მერიის ცხელ ხაზზეც ბევრი ზარი შემოვიდა. რა თქმა უნდა, ყველა ზარს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ერთ კონკრეტულ მისამართზე შენობის კედელი ჩამოიშალა, რამაც იქვე მდგომი ავტომობილები დააზიანა.

„გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს ეს იყო მშენებარე ობიექტი. ეს არის მარიჯანის ქუჩაზე მდებარე, კომპანია „ცენტრ პოინტის“ ობიექტი, სადაც სამშენებლო სამუშაოები წლების წინ დაიწყო, თუმცა შენობა დაუმთავრებელია და მოსახლეობა არასდროს შესახლებულა. აღნიშნული პრობლემის მოგვარება დაწყებულია. უნდა მოხდეს შენობის დემონტაჟი, თუმცა ძლიერმა ქარმა კედლის ჩამოშლა გამოიწვია და ავტომობილები დაზიანდა. მინდა, ეს სწორი ინფორმაცია იცოდეს მოსახლეობამ და არ იქნეს ეს გამოყენებული მშენებლობის წინააღმდეგ, რასაც, ძირითადად, ადგილი აქვს ხოლმე ოპოზიციის მხრიდან“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები