LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: ივანიშვილს წერილმა ბევრი კითხვა გააჩინა.. ხელისუფლებას არასდროს გადაუდგამს ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუშლიდა ევროპულ ინტეგრაციას

145
ბიძინა და პკალა

პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილს წერილმა ბევრი კითხვა გააჩინა, მათ შორის, ივანიშვილსა და საქართველოში აშშ-ს ელჩ კელი დეგნანს შორის გამართული შეხვედრის შესახებ, – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ გენერალურმა  მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილმა დიდი ხანია პოლიტიკა დატოვა და დეგნანთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს.

„საქართველოს ბელარუსიზაციის პროექტი დაიწყო“ – ვინ როგორ აღიქვა ივანიშვილის რიგით მეორე წერილი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ

„ბიძინა ივანიშვილმა დიდი ხანია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ის პოლიტიკაში აღარ არის, ასე რომ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა წერილმა ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა და დარწმუნებული ვარ პასუხები გაეცემა,“ – აღნიშნა კალაძემ.

მან ბიძინა ივანიშვილის წერილის იმ ნაწილზე გააკეთა კომენტარი, სადაც ომში ჩართვაზეა საუბარი. კალაძის თმით, მმართველი გუნდი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სიმშვიდე იყოს.

„დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს მშვიდობა, სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარება სჭირდება. ეს ხომ ციდან მოტანილი თემა არ არის – თქვენ ხომ არაერთი განცხადება მოისმინეთ, თუ როგორ მოგვიწოდებდნენ პირდაპირ ომში ჩართვასთან დაკავშირებით. ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციები, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, ჩვენი მეგობარი ქვეყნის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი. პირდაპირ იყო საუბარი ომში შეხიდებასთან დაკავშირებით.

ჩვენ ძალიან განვიცდით იმას, რაც უკრაინაში ხდება, ყველანაირად თანავუგრძნობთ, ჩვენი მხრიდან ყველა საერთაშორისო არენაზე ყველანაირად მხარდაჭერა აქვს, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გამოვდივართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სიმშვიდე შევინარჩუნოთ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

„დარწმუნებული ვარ, ჩანაწერი იარსებებს..“ – რა იყო ივანიშვილის წერილის მიზანი, ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ისეთი ნაბიჯი არასდროს გადაუდგამს, რომელიც ევროპულ ინტეგრაციას ხელს შეუშლიდა და ევროპულ ღირებულებებს შეურაცხყოფდა.

„ის ცალკეული განცხადებები, რომელსაც ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ვისმენთ, ეს არც მეგობრული განცხადებაა, არც პარტნიორული განცხადებაა, არანაირი ინტერესი მათ არ გააჩნიათ, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, იყოს განვითარებული, რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ რეფორმები და ამ რეფორმებით იმ დიდი ოჯახის წევრი გავხდეთ, რასაც ევროპა ჰქვია.

ეს კონკრეტული ადამიანები არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები და კონკრეტული პოლიტიკოსის მხარდამჭერები. შესაბამისად, მათ და მათ განცხადებებს ევროპასთან და ევროპულ ღირებულებთან არანაირი კავშირი არ აქვს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს, 27 ივლისს, სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის სახელით წერილი, რომელშიც საუბარია მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” გადადგმული ნაბიჯების დადებითად შეფასებაზე, ქვეყნის “ომში ჩართვასა” და საქართველოს პარტნიორებზე.

ეს არის ბიძინა ივანიშვილის მეორე წერილი, რომელიც მისი სახელით პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ გავრცელდა. პირველი გიორგი გახარიას შესახებ იყო.

იხილეთ ვრცლად:

ბიძინა ივანიშვილი: გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია – მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა

ბიძინა ივანიშვილი: აშშ-ს ელჩთან შეხვედრა, ელჩის თხოვნით, 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა

ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკთან დავაზე: “არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას – კერძო მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის”

ივანიშვილი: ახლა ოცნებას შესაძლებლობა აქვს, იზრუნოს, აშშ-EU-სთან ურთიერთობები არ დაზიანდეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები