LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე ენმ-ს პასუხობს: „ვეხმარებით ყველას, ვინც ამას საჭიროებს”

108
BeFunky-collage (51)

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დამადანაშაულა, თითქოს, სარეზერვო ფონდიდან თანხები საარჩევნოდ გამოვიყენეთ. მე მგონია, რომ ის უბრალოდ ამ საკითხში ვერ ერკვევა”, – ასე გამოეხმაურა კახა კალაძე  მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დეპუტატის ბრალდებას თითქოს, მერიის სარეზერვო ფონდიდან თანხები საარჩევნოდ დაიხარჯა.

“არ იცის, რომ ყველაფერი მითითებულია, სად ხდება თანხების გადარიცხვა. ასევე, აღნიშნული ფონდი არჩევნების პერიოდში არ ფუნქციონირებს. ეს კანონით აკრძალულია. დანარჩენ შემთხვევაში, ვეხმარებით ყველას, ვინც ამას საჭიროებს. ჩვენ ამ მიდგომას განვაგრძობთ.

ადამიანებს პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად დავეხმარებით. ჩვენი დამოკიდებულება ქალაქის მართვის პირობებში არის ის, რომ განსხვავებული ადამიანები არ არსებობენ. სხვადასხვა პროექტის განხორციელების შედეგად მიღებულ სიკეთეს ყველა მოქალაქე იგრძნობს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, დედაქალაქის საკრებულო მომდევნო კვირას ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას განიხილავს. როგორც კალაძემ აღნიშნა, მუნიციპალური კომპანიების მოიჯარეები სხვადასხვა შეღავათით ისარგებლებენ, რომელთა შორისაა 2020-2021 წლების განმავლობაში გადასახდელი საიჯარო ქირებისგან გათავისუფლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები