LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: „ბევრი საუბრობს საცობებზე, თბილისი რაც არის, ყველამ ვიცით, ამ ქალაქს ვერ გაბერავ.. ერთი დღით ხომ არ ვცხოვრობთ, კაცო?“

174
Untitled design (2)

„ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ ქალაქში არის საცობები და წლიდან წლამდე ეს პრობლემა კიდევ უფრო იზრდება და დედაქალაქში კერძო ავტომობილებით გადაადგილება კიდევ უფრო პრობლემური ხდება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაზრდილია 43%-ით… რეფორმა სწორი მიმართულებით მიდის“ – კახა კალაძე 

როგორც კახა კალაძემ თქვა, „ყველამ იცის, თავისი უბნებით თბილისი რაც არის და ამ ქალაქს ვერ გაბერავ“.

„თბილისი რაც არის, ყველამ ვიცით, თავისი ქუჩებით, თავისი უბნებით, ამ ქალაქს ვერ გაბერავ, შეუძლებელია იმ ქუჩების გაფართოება, სადაც კონკრეტულად პრობლემებია და გარკვეული დისკომფორტია.

რა თქმა უნდა, ამ ქუჩების გადიდებით პრობლემას ვერ მოაგვარებ, ეს კიდევ უფრო დიდ დისკომფორტში შესვლა იქნება. ერთი დღით ხომ არ ვცხოვრობთ, კაცო?

მომდევნო წლების განმავლობაში ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემა იქნება. ვთქვათ, პირობითად ვამბობ, დღეს ერთი კონკრეტული ქუჩა გააფართოვე და დღეს არსებული ავტომობილების ნაკადი გადაადგილდება.

ხვალ-ზეგ, როდესაც კიდევ გაიზრდება ავტომობილების რაოდენობა, და აუცილებლად გაიზრდება, მერე რას ვშვრებით? რას ვუშვრებით უკვე გაფართოებულ ქუჩებს, სადაც უკვე დამატებული ნაკადები ვეღარ დაეტევა. მერე რა უნდა გავაკეთოთ, ამაზე თუ უფიქრია ვინმეს?

ამიტომ, ის პოლიტიკა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, კომფორტულობა, ხელმისაწვდომობა, ამას არ აქვს ალტერნატივა, თუმცა თუ არსებობს ადამიანები, ვისაც შეიძლება ჰქონდეთ საოცრება და ისეთი გადაწყვეტილება, რომ მთლიანად შეიძლება მოიხსნას ეს პრობლემა, დიდი სიამოვნებით მივიღებთ მეც და ჩემი თანამშრომლებიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები