LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე ბერლუსკონიზე წერს: “მილანი” ჩემს გულშია!

289

საქართველოს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და საფეხბურთო კლუბ „მილანის“ პრეზიდენტის სილვიო ბერლუსკონის „მილანიდან“ წასვლას გამოეხმაურა.

კალაძემ მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და სოციალურ ქსელში “მილანის” როგორც მოფლიო დონის საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბებაში, ბერლუსკონის დამსახურებაზე დაწერა.

“უდიდეს მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ბერლუსკონის, რადგან მან ყველაფერი გააკეთა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შევსულიყავით. მან განსაკუთრებული გუნდი შექმნა. წილად მხვდა პატივი, ამ გუნდის შემადგენლობაში ვყოფილიყავი. მილანი ჩემს გულშია!”, – დაწერა კალაძემ ინსტაგრამზე.

საფეხბურთო კლუბ „მილანის“ მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ 13 აპრილს კლუბის გაყიდვის პროცესი დაასრულა.

 

სილვიო ბერლუსკონი “მილანს” სათავეში 1986 წელს ჩაუდგა და მას შემდეგ უამრავი ტიტული მოიგო, მათ შორის არაერთი ჩემპიონთა თასი. ხოლო 90-იანების „მილანი“ დღემდე მიიჩნევა მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეულ მოვლენად.

მრავალწლიანი მმართველობის შემდეგ იტალიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა “მილანი” ჩინელ ინვესტორებს მიყიდა. როსონერის აქციების 99.93% ბერლუსკონიმ ჩინელებს 740 მილიონ ევროდ დაუთმო.

კახა კალაძე მილანური გრანდის რიგებში უპრეცედენტოდ დიდხანს 2001-2010 წლებში ასპარეზობდა და ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.