ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით დედაქალაქის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს.
გამოკითულთა57,2 %-მა მხარი „ქართული ოცნების“ კანდიდატს, კახა კალაძეს მისცა.
ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ კი ხმების 42,8% %-ი მიიღო.
რუსთავი:
ნინო ლაცაბიძე – „ქართული ოცნება“ – 53,8%;
დავით კირკიტაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ – 46,2%.
ქუთაისი:
იოსებ ხახალეიშვილი – „ქართული ოცნება“ – 51,9%;
ხატია დეკანოიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ – 48,1%.
ბათუმი:
არჩილ ჩიქოვანი – „ქართული ოცნება“ – 50,8%;
გიორგი კირთაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ – 49,2 %.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, საზოგადოებრივი კვლევის ცენტრმა „გორბიმ“ 4 ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში ეგზიტპოლი 150 შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბანზე ჩაატარა. თბილისში შეირჩა 75 საარჩევნო უბანი, დანარჩენ ქალაქებში კი – თითოეულში 25 უბანი. გამოკითხული რესპონდენტები შეირჩნენ წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიით და ინტერვალით, რათა დაცული ყოფილიყო საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა რეპრეზენტატულობა. ცდომილების ზღვარი, ყველა ქალაქში, 95%-იანი საიმედობისას შეადგენს +/- 2.5%-ს. 18:00 მონაცემებით, გამოკითხულია 17 ათასზე მეტი ამომრჩეველი.