LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ, წყალდიდობის შედეგად ხერსონის ოლქში დაღუპულია 4 და უგზო-უკვლოდ დაკარგულია 13 ადამიანი

149
a5f6c5c3-5f2a-4480-9557-4296cc190e2d

წყალდიდობის შედეგად ხერსონის ოლქში დაღუპულია ოთხი და უგზო-უკვლოდ დაკარგულია 13 ადამიანი. ასევე ერთი დაღუპულია მიკოლაევის ოლქში. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო ავრცელებს.

მისივე ცნობით, ბოლო მონაცემებით, ხერსონის ოლქში დატბორილი რაიონებიდან 2 412 ადამიანია ევაკუირებული.

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ევაკუაციის დროს რუსეთის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაშავებულია 11 ადამიანი.

კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად, ხერსონის ოლქში 48 დასახლებული პუნქტია დატბორილი, აქედან 14 დასახლება – დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მიკოლევის ოლქში დაიტბორა 23 დასახლება.

„არასოდეს მეგონა თუ ცხოველების გამო დატბორილ მოსახლეობაში ცურვა მომიწევდა – რუსეთი არა მარტო გენოციდის, არამედ დედამიწაზე ეკოციდის საშიშროებაცაა“ – უკრაინაში მებრძოლი ქართველი

უკრაინის გენშტაბი: რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქის დატბორილი ტერიტორიებიდან ევაკუირებულ უკრაინელებს „ცოცხალ ფარად“ იყენებენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები