ტაქსების ფერის რეგულაციას მძღოლების ნაწილი უკმაყოფილება მოჰყვა. მაგრამ, იმანб რომ ქალაქში ტრაფარეტით მხოლოდ თეთრმა ტაქსებმა უნდა იმუშავონ, ზოგიერთისთვის დაბრკოლება არ აღმოჩნდა.
“ტაქსის” სახელწოდების ჩანაცვლებით, ისინი კანონს უძვრებიან.
ახლა შესაძლოა ტაქსის მაგივრად შეგხვდეთ “თუთუნი” ან “კახი”.
“კახით” მილანის ფერებში ლაშა ჭრელაშვილი ტაქსაობს.
“ვიწყებ მუშაობას
კახი გამოძახებით
(მილანის ფერებში)
იაფად”, – წერს ის.
“თუთუნის” მფლობელი კი უცნობია.
“ფეისბუქ” მომხმარებლების ნაწილი, კანონში ამ ხვრელის აღმოჩენას კალაძის მეორე ავტოგოლს უწოდებს.
1-ელი ოქტომბრიდან A კატეგორიის ტაქსები მხოლოდ თეთრი ფერის უნდა იყოს. ვინც სხვა ფერით გადაწყვეტს მგზავრების ქუჩაში აყვანას 100 ლარით დაჯარიმდება.
ზურა ჯაფარიძე ამბობს, ის პატრულმაც დაინახა, ზედამხედველობის სამსახურმაც და მერიასთანაც ჩაიარა, თუმცა არავინ მიაქცია ყურადღება.
აკრძალვის მიუხედავად ჯაფარიძემ შავ მანქანას ტრაფარეტი დაადგა და ტაქსაობს [ვიდეო]
ამის შემდეგ კი რეფორმის მეორე ეტაპი იწყება. თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, ტაქსების გარკვეულმა რაოდენობამ კატეგორიზაცია უკვე გაიარა, თუმცა ირაკლი ხმალაძის თქმით, პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
მისივე განმარტებით, შემდგომი ეტაპი უკვე ტაქსის მომსახურების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
„ჩვენ ლიცენზირებული გვყავდა დაახლოებით, 26 000 სატრანსპორტო საშუალება, საიდანაც ტაქსები სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას ექვემდებარებიან წელიწადში ორჯერ. ამის შედეგად ტექდათვალიერება გაიარა დაახლოებით 70%-მა, რაც იმას ნიშნავს, რომ 30% ტექნიკურად ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს. კატეგორიზაციის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.