კახი კავსაძეს დღეს საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში იმართება.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შემდეგ, კახი კავსაძეს დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.