თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ახალი ტურისტული კომპლექსის – „ვილა გოდოლის“ მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 15 მილიონი ლარია.
56-ნომრიანი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა 2019 წლის აგვისტოში დაიწყო და 2021 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს. ობიექტის მშენებლობაზე ადგილობრივები არიან დასაქმებულები.
სასტუმროს გარდა, ინვესტორი 7,5 ჰექტარზე ვენახის გაშენებასა და მაღალი კლასის ვილების მშენებლობასაც გეგმავს.
https://www.facebook.com/VillaGodoly/videos/578275002609016/