Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
კახეთში საგანგებო შტაბი შეიქმნა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში საგანგებო შტაბი შეიქმნა

95

კახეთში საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელიც 24 საათის განმავლობაში კოორდინაციას გაუწევს ხანძრების ლოკალიზებას და აქვე დაისახება შემდეგი მოქმედებების გეგმა. საგანგებო შტაბს კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ხელმძღვანელობს.

თელავის მუნიციპალიტეტში, კოხტას მთაზე, ხანძარს ორი ირანული ვერტმფრენი აქრობს, ხოლო ქართული ვერტმფრენი მთა-თუშეთში გაემგზავრა, – კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით გამომდინარე რელიეფიდან, ირანული ვერტმფრენები თუშეთში მუშაობას ვერ შეძლებენ, ამიტომ იქ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გაემგზავრა.

ქადაგიშვილს ამ ეტაპზე ორივე ლოკაციასთან დაკავშირებით, ხანძრის მასშტაბებზე საუბარი უჭირს.
შეგახსენებთ, რომ კოხტას მთაზე, ასევე თუშეთში, სოფელ ხახაბოს თავზე ხანძარი დღეს გაჩნდა.

რაც შეეხება ყაზბეგის რაიონში სოფელ ჯუთაში გაჩენილ ხანძარს უკვე ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ამჟამად მეხანძრე-მაშველები სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ.

ჯუთაში ცეცხლი ბალახს გაუჩნდა. ადგილზე 10-მდე მეხანძრე-მაშველი იმყოფებოდა, რომლებმაც ხანძრის ლოკალიზება მოახერხსეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები