Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
კახეთში ნუშის ბაღები გაშენდა და ტურისტების მოსაზიდად ულამაზესი გარემო მოეწყო – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში ნუშის ბაღები გაშენდა და ტურისტების მოსაზიდად ულამაზესი გარემო მოეწყო

1039
ipiccy-image

„აგროტურიზმი, ეკოტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი არის ის ახალი ტურისტული პროდუქტები, რაზეც, პანდემიის პირობებში აქტიურად  ვმუშაობთ – ეს არის უსაფრთხო ტურიზმის კონცეფციის ნაწილი და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე, ჩვენ აგროტურისტულ ობიექტებში პირველი ტურისტები გვესტუმრებიან“- ამის შესახებ ნათია თურნავამ საგარეჯოში გამართულ ღონისძიებაზე „პანდემია – შესაძლებლობა თუ გამოწვევა აგროტურიზმის სექტორისთვის“ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ძალიან სასიხარულოა, რომ სახელმწიფოსთან თანამშრომლობით, საქართველოში ხორციელდება არაერთი პროექტი, რომელიც ხელს უწყობს როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ტურიზმის განვითარებასაც და ერთ-ერთი ასეთი არის სწორედ „უდაბნოს პროექტი“, სადაც რამდენიმე წელიწადში, კერძო ინვესტიციით, გაშენდა ნუშის ბაღები და შეიქმნა ულამაზესი გარემო ტურისტების მოსაზიდად.

ნათია თურნავას განმარტებით, აგროტურიზმი არის ერთ-ერთი კარგი პრიორიტეტი და შესაძლებლობა, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ ეპოქაში, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება ისეთ ტურისტულ სერვისებზე, რომლებიც ღია სივრცეში საქმიანობასთან არის დაკავშირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები