LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში მევენახეებმა შემოსავლების სახით 13,4 მლნ ლარი მიიღეს

92

12 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 16,3 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული. აქედან 6,3 ათასი ტონა რქაწითელი, 7,9 ათასი ტონა საფერავი, 827 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად, კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 13,4 მლნ ლარი მიიღეს.

ამ ეტაპისთვის ყველა დიდი რაოდენობის ყურძენი – 4,9 ათასი ტონა, სიღნაღის მუნიციპალიტეტშია გადამუშავებული. კახეთის რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი – 3,5 ათასი ტონა, ყვარელი – 3,4 ათასი ტონა, თელავი – 3,2 ათასი ტონა, დედოფლისწყარო – 1,1 ათასი ტონა, ახმეტა – 94 ტონა, ლაგოდეხი – 88 ტონა და საგარეჯო – 55 ტონა.

ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 40 ღვინის კომპანია, მათ შორის 6 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა, რომლებიც განლაგებულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ყვარლის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.

ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 103 ღვინის კომპანია.

ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე  სუბსიდია გაიცემა: კახეთის  რეგიონში რქაწითელსა და  კახური მწვანეზე: 1 კგ. – 0,45 ლარი;  საფერავზე: 1 კგ – 0,20 ლარი; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე 1 კგ. – 2 ლარი.

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1501.