LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში მამაკაცმა ყოფილი მეუღლე მოკლა, მეზობელი დაჭრა და თვითმკვლელობა სცადა

160
policia

მკვლელობა მოხდა გურჯაანში, სოფელ ვაზისუბანში.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა 2 ადამიანი მოკლა, მათ შორის ყოფილი მეუღლე, დაჭრა დასახმარებლად შესული მეზობელი, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა.

დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსში“ გადაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, მას სახის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული.

ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები