სახელმწიფო პროგრამა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, კერძოდ წნორში ხილის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა.
საწარმოში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 877,000 ლარს შეადგენს: 438,000 ლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო 350,000 ლარი სახელმწიფო გრანტია.;
საწარმოს მფლობელი შპს „ბადაგი პლიუსია“, რომელიც წელიწადში, საშუალოდ, 11,000 კგ ჩირს და ტყლაპს აწარმოებს.საწარმოში დასაქმებულია 10 ადგილობრივი.
აღსანიშნავია, რომ ჯამში, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში 74 ახალი საწარმო ამოქმედდა.