LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში ხილ-ბოსტნეულის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

198
118598343-1730441863770941-2769157334910448497-n

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა.

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შექმნილ საწარმოში, ჯამურად, 4 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600 000 ლარი გრანტია, ხოლო 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

საწარმოში, სადაც 15 ადამიანია დასაქმებული, 1,000 ტონა ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი. კომპანია შპს „ქართული აგრო პროდუქტი” პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.

ბოლო მონაცემებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში 82 ახალი საწარმო ამოქმედდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები