თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში პნევმატური იარაღიდან გასროლის შედეგად 9 წლის ბიჭი დაიჭრა. ბავშვს ტყვია მუცლის არეში მოხვდა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. მოზარდები „გეკოს“ ტიპის იარაღით თამაშობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მოზარდმა შემთხვევით ისროლა. დაშავებული ბავშვი რეფერალურ სავადმყოფოში მოათავსეს, სადაც სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.