LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში გამოკვლეულ 102 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

142
222

კახეთმა „მწვანე ზოლის“ სტატუსი 2 დღის წინ დაკარგა. კორონავირუსი ყვარელში ექიმს დაუდასტურდა.

კახეთში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს, მათ შორის ფარმაცევტების, შშმ პირების, მოხუცებულთა თავშესაფარის ბენეფიციარებისა და მათი მომვლელების, ასევე საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების, ე.წ. ცხელების ცენტრებისა და საკარანტინო სივრცეებიდან შეყვანილი პირების.

კახეთში ლუგარის ლაბორატორიიდან, კორონავირუსზე 102 ადამიანის კვლევის შედეგი უკვე მიიღეს. ყველა პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

როგორც ნელი ხიზანიშვილმა განმარტა, გამოკვლეული 102 პირიდან 67 მედპერსონალია.

დაავადების ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ყვარლის ექიმის 147 კონტაქტიდან გამოკვლეულია 102 ადამიანი. დარჩენილ 45-ს დღის განმავლობაში აუღებენ ანალიზს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები