ყვარელი- თელავის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა.
„ფორტუნას“ ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა.
სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრავი მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა და გზის განაპირას ბეტონს დაეჯახა.
ერთი მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. მეორე კი კატასტროფის ბრიგადა კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს. ადგილზე იმყოფებოდა სამაშველო სამსახურიც.
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალის გარკვევას შსს-ში ცდილობს.