კახეთში, არასრულწლოვან მოზარდზე სექსუალური ხასიათის შეღწევის ბრალდებით, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.
აღნიშნულის შესახებ „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. სხვა დეტალები საზოგადოებისთვის ჯერჯერობით უცნობია.
უწყების ცნობით, გამოძიება 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.