LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში 100-ზე მეტი თევზსაშენი ტბორი მარაგდება წყლით

309

კახეთში 100-ზე მეტი თევზსაშენი ტბორი მარაგდება წყლით. როგორც “ფორტუნას” ოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, კახეთის რეგიონში შპს „საქართველოს მელიორაცია“ 2012 წლიდან ახორციელებს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც რეგიონში რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არ ჩატარებულა.

“რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურის მეშვეობით წყალი მიეწოდება არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს, არამედ რეგიონში არსებულ თევზსაშენ  მეურნეობებსაც. ტბორებისათვის წყლის მიწოდების მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება,”- განაცხადეს სამინისტროში.

2013 წელს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ კახეთის რეგიონში წყალი მიაწოდა 957 ჰექტარ ტბორს, დღეისათვის, კი, კომპანია  1 600  ჰექტარზე მეტ თევზსაშენ მეურნეობას ამარაგებს წყლით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები