LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთის ტურისტული გეგმები – თუშეთში საბაგირო მოეწყობა, თელავში – აეროდრომი

209
81856105-455752528455258-4682083852418547712-n

საბაგირო თუშეთში და აეროდრომი თელავში – კახეთის გუბერნატორი იმ პროექტებზე საუბრობს, რომლის განხორციელებაც რეგიონში იგეგმება.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა BM.GE-ის განუცხადა, თელავში, „მიმინოს” აეროდრომის რეაბილიტაცია სავარაუდოდ გაზაფხულზე დაიწყება. ობიექტის რეაბილიტაციის შემდეგ თელავიდან 20-ადგილიანი თვითმფრინავი იფრენს.

საკითხზე საუბრისას გუბერნატორი განმარტავს, რომ სახელმწიფო არ უნდა ისწრაფოდეს, აეროდრომის ოპერირება აიღოს ხელში. როგორც ქადაგიშვილი ამბობს, სახელმწიფო ამ პროცესებში იმ დოზით იქნება ჩართული რა დოზითაც საქმის განვითარებას დასჭირდება. მისივე თქმით, კერძო სექტორი აეროდრომის რეაბილიტაციის მიზნით ბანკისგან სესხს იღებს. ამ შემთხვევაში მესაკუთრე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტია.

კახეთის გუბერნატორი BM.GE-ისთან თუშეთზეც საუბრობს და ამბობს, რომ აქ  შესაძლოა 7,8 კმ-იანი საბაგირო მოეწყოს. როგორც ქადაგიშვილი განმარტავს, ამ ეტაპზე კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის დეტალების გარკვევა მიმდინარეობს. კერძო კომპანიამ უკვე მოამზადა პროექტი, რომლის ღირებულება 20 მილიონ ლარს არ გადააჭარბებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები