LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთის გზატკეცილზე სამუშაოები დეკემბერში დასრულდება

201
გზა

კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოები, რომელიც ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, შემდეგ მერმა დასრულების ვადად ნოემბრის ბოლო დაასახელა, ახლა ცნობილი გახდა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დეკემბერში გარე განათება სხვადასხვა მონაკვეთში პერიოდულად გაითიშება. ეს ნიშნავს, რომ სამუშაოები აქ დეკემბერშიც გაგრძელდება.

კახეთის გზატკეცილზე საცობების გამო ხალხი მანქანებს შუა ქუჩაში ტოვებს - როდის დასრულდება სამუშაოები

პარალელურ რეჟიმში, განვაგრძობთ მუშაობას იმისთვის, რომ გავალამაზოთ, გავამწვანოთ, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განვათავსოთ.

„კახეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მიმდინარეობს გარე განათების ახალი ბოძებისა და სანათი მოწყობილობების მონტაჟი, გარე განათების საკაბელო საჰაერო ქსელის მიწისქვეშ განთავსება – ქსელის მოწყობა და არსებული ძველი ქსელისა და ბოძების დემონტაჟი.

აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დეკემბერში, კახეთის გზატკეცილზე, გარე განათება სხვადასხვა მონაკვეთში პერიოდულად გაითიშება.სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“,- აღნიშნულია განცხადებაში