კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე აქციაზე, სადაც მოქალაქეები საწვავის ფასების ზრდას აპროტესტებდნენ, პოლიციამ 7 პირი დააკავა.
შსს-ს ცნობით, შვიდივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად არის დაკავებული.
ცნობისთვის, კახეთის გზატკეცილზე, სადაც მოქალაქეები საწვავის ფასების ზრდას აპროტესტებდნენ ხმაური იყო.
აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. საწვავის ფასების ზრდას აპროტესტებენ საქართველოს რეგიონებშიც.
ფოტო ipn