„ჩემი თავი მამულიჩა მეგონა და თურმე პაბლო ესკობარი ვყოფილვარ…“
9 სექტემბერს პროდიუსერი კახა მამულაშვილი, რომელსაც ნარკოდანაშაულში აქვს ბრალი წაყენებული, სასამართლომ 15000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ახლახან „ფეისბუქზე“ მამულიჩამ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:
„ჩემო მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო. ჩემი ოჯახი, ჩემი ქვეყანა და საერთოდ, მეგობრობა – ჩემი ყველაზე მთავარი ნარკოტიკია. არასოდეს არ განმისხვავებია ადამიანები, ვისთანაც ურთიერთობა მქონია, არც პოლიტიკური, არც ფინანსური, არც ასაკობრივი და მოკლედ, არანაირი ნიშნებით. ყოველთვის ვცდილობდი, ყველასთვის კომფორტული ადამიანი ვყოფილიყავი და ასეთი დისკომოფრტი მოგაყენებეთ (ვისაც გიყვარვართ, რა თქმა უნდა).
ყველას დიდი მადლობა, ვინც მხარი დამიჭირეთ, მე, ჩემს ოჯახს, ძალიან ბევრნი ხართ, მე ვამაყობ თქვენით და ბედნიერი კაცი ვარ… მე თქვენ ყველას გგრძნობდით იქ, სადაც ვიყავი.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ნაცნობსა და უცნობს, ვინც მხარი დამიჭირეთ სოციალურ ქსელებში, ძალიან ბევრი გადავიკითხე დადებითი და რა თქმა უნდა, უარყოფითსაც განსაკუთრებით გულისყურით გადავავლე თვალი, მათ ავტორებსაც. ჩემი თავი მამულიჩა მეგონა და თურმე პაბლო ესკობარი ვყოფილვარ…
მოკლედ, ყველას გინახულებთ და ჩაგეხუტებით, აქაც მოგწერთ, ცოტა დრო მჭირდება, მალე ისევ ჩემს ტელეფონზე ვიქნები, უპასუხოდ არავის დაგტოვებთ.
ყველაფერი კარგად იქნება. ყველა იმ ადამიანს დიდი მადლობა, ვისთანაც შეხება მქონდა ამ ორი თვის განმავლობაში, ჩემი დაკავებიდან, ჩემს დროებით გამოშვებამდე… ძალიან დიდ კეთილგანწყობას ვგრძნობდი ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ. ყველა პატიმარს თავიანთ ოჯახებში დაბრუნებას ვუსურვებ, მშობლებთან, შვილებთან და მეუღლეებთან.
ყველაზე დიდი მადლობა ჩემს ლელას, რომელსაც, რა თქმა უნდა, უკეთესი მამულიჩა ეკუთვნის. მოკლედ, მალე ყველას გინახულებთ.
პ.ს. სურვილი- ანაკლია GEM fest (მეგობრებთან ერთად), იძულება-დასვენება, თბილისი, GLDAN-Fest (შინაური ინფორმატორების ძალისხმევით).
თქვენი ერთგული მამულიჩა.“