„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ კუკავა სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, კოვიდინფექციის გამო, საარჩევნო კამპანიას წყვეტს.
“მეგობრებო, სამწუხაროდ დამიდასტურდა კოვიდ 19, ამიტომაც ამ წუთიდან ბუნებრივია ვწყვეტ საჯარო კამპანიას. თავს ვგრძნობ კარგად და შევეცდები დისტანციურად გვერდში დავუდგე ჩემს მეგობრებს და თანამებრძოლებს არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში,”-წერს კახა კუკავა სოციალურ ქსელში.