„თავისუფალი საქართველო“ თურქეთიდან მედიკამენტებს შემოიტანს და გაყიდის. პარტიის ლიდერმა დღეს სარფის საბაჟოს გავლით 20 დასახელების მედიკამენტი შემოიტანა.
კილაძემ პრემიერის პოსტზე წარდგენილ გიორგი გახარიას მიმართა კითხვით, რა იგეგმება წამლის ფასების შემცირების მიზნით.
"მედიკამენტების ფასები ძალიან მაღალია, აუცილებელია რეგულირებაში სახელმწიფოს ჩარევა"
მისი თქმით, საქართველოში ხალხს ამ მედიკამენტების იმ ფასად შეძენა შეეძლება, რაც თურქეთში, რუსეთსა და სომხეთში ღირს.
„ჩვენ დავიწყებთ ანტიმონოპოლიურ იმპორტს თურქეთიდან. ორშაბათიდან დედაქალაქში დავიწყებთ ამ მედიკამენტების თვითღირებულებით გაცემას. რაც ღირს ხოფაში, ზუსტად იმ ფასებში გაიცემა ეს წამლები,“ – ამბობს კუკავა და აცხადებს, რომ მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებულ პრობლემას ბაზარზე არსებული მონოპოლისტი კომპანიები ქმნიან.
წამლების ფასების რეგულირებაში სახელმწიფო აქტიურად ჩაერთვება