პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე პარლამენტს მიმართა.
კახა კუჭავას განცხადება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს განსახილველად უკვე წარედგინა.
გადაწყვეტილებას პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზე მიიღებს.
“ქართული ოცნების” საარჩევნო სიის გათვალისწინებით, კუჭავას ადგილმონაცვლე პარლამენტში გია ცაგარეიშვილია.