კახა კალაძეს თანამდებობა არ დაუტოვებია. როგორც “ფორტუნას” ენერგეტიკის სამინისტროში განუცხადეს, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
კალაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტომ “ვექტორი” გაავრცელა. სააგენტოს ცნობით, მინისტრმა განცხადება უკვე დაწერა და თანამდებობიდან მისი წასვლა ადგილობრივ არჩევნებზე მერობის კანდიდატად დასახელებაა.