დედაქალაქის მერი ლილოს ბაზრობას ესტუმრა. კახა კალაძემ საახალწლო ილუმინაციებისა და სათამაშოების სექცია დაათვალიერა.
„ჩვენ წამოვიწყეთ ძალიან საინტერესო აქცია ერთად შევქმნათ ახალი წელი, ერთად მოვრთოთ ჩვენი დედაქალაქი და ჩვენ ვთხოვეთ მოსახლეობას, ვისაც რა შესაძლებლობა აქვს, ჩაერთოს ამ აქციაში და ერთად მოვრთოთ ჩვენი ფანჯრები, ჩვენი აივნები. ჩვენ ყველა შეძლებისდაგვარად ვემზადებით საახალწლოდ. ჩვენ ვართ ლილოს ბაზრობაზე და გვინდა, შევიძინოთ საახალწლო ილუმინაცია, რომელიც შემდეგ გადმოვკიდო ჩემი სახლის აივანზე“, – განაცხადა კალაძემ.
https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/1139245832845518/
თბილისის მერმა ლილოს ბაზრობაზე 14 ლარის შენაძენი გააკეთა. ნაყიდი საახალწლო ილუმინაციებით კი საკუთარი სახლის აივანი მორთო.
„მეც ვიღებ მონაწილეობას აქციაში „ერთად მოვრთოთ ქალაქი“. დღეს ყველას გელოდებით დედა ენის ბაღში. შეგიძლიათ წამოიყვანოთ თქვენი პატარები, შვილები, შვილიშვილები. 20:00 საათზე, ნიაზ დიასამიძის კონცერტი იწყება და სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ. ჩვენ მომავალშიც მოგვიწევს თანამშრომლობა და მე მაქვს თქვენი თანადგომის იმედი“, – ამბობს ვიდეო მიმართვაში კახა კალაძე, რომელიც საკუთარი „ფეისბუკის“ გვერდზე გაავრცელა.
კალაძე მოსახლეობას სთხოვს, ახალი წლის განწყობის ასამაღლებლად შეძლებისდაგვარად მორთონ საკუთარი აივნები
https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/1139276869509081/