LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „თბილისის რიონებში ახალგაზრდობის ცენტრები აშენდება“

102

თბილისის რიონებში  ახალგაზრდობის ცენტრები აშენდება , სადაც ახალგაზრდებს შემოქმედებით და სპორტულ ცხოვრებაში ჩაბმის შესაძლებლობა ექნებათ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით,  თბილისის ყველა რაიონში სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა ,  თბილისობა და სხვა კულტურული ღონისძებები კი ახლებურად დაიგეგმება.

მერობის კანდიდატმა ყურადღება საბავშვო ბაღების საჭიროებაზეც გაამახვილა  და განაცხადა, რომ მომავალ წელს  როგორც არსებული საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, ასევე, ახალი ბაღების მშენებლობა გაგრძელდება.

„2012 წელს, საბავშვო ბაღების მიმართულებით განვახორციელეთ რეფორმა – საბავშვო ბაღები ბავშვებისთვის გახდა უფასო და ყოველწლიურად ბაღებში ბავშვების რაოდენობა მატულობს. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, თუმცა ჩვენ ამ მატებას უნდა დავხვდეთ მომზადებული. მერიამ, გასული წლების განმავლობაში, განახორციელა 12 საბავშვო ბაღის პროექტი, ათის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და მომავალ წელს უკვე დასრულებული იქნება. ჩვენ, მომავალ წელს, აუცილებლად გავაგრძელებთ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას და ახალი ბაღების მშენებლობას. დადგინდება მომსახურების ახალი, მაღალი სტანდარტი და მერია უზრუნველყოფს ამ სტანდარტის შესაბამისად მათ ავტორიზაციას“ – აღნიშნა კახა კალაძემ.