LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე ტაქსისტებზე-“ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წევრია და მათი განცხადებები ჩემთვის საინტერესო არაა”

62
KAXA

დედაქალაქის მერი ტაქსის მძღოლების პოლიტიკურ კუთვნილებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მათი განცხადებები პოლიტიკურ შინაარსს ატარებს. კახა კალაძის თქმით, თბილისის მერიამ ტაქსის მძღოლებთან, რომელთაც გარკვეული პრობლემები ჰქონდათ, მთელი რიგი დათმობები განახორციელა.

“ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ მათთან, მთელი რიგი ცვლილებები განვახორციელეთ მათი მოთხოვნით. არსებობს მეორე, ე.წ. ტაქსის მძღოლები, რომლებიც კონკრეტული პარტიის წევრები არიან, ეს არის „ლეიბორისტული პარტია“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“. მათი განცხადებები ჩემთვის საინტერესო არ არის, ვინაიდან პოლიტიკურ შინაარსს ატარებს”, – აცხადებს კალაძე.

თბილისის მერი ამბობს, რომ მათ მთელი რიგი დათმობები განახორციელეს.

” მარჯვენასაჭიანებს 2021 წლამდე მივეცით შესაძლებლობა, „ბ“ კატეგორიაში გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ასევე, გადაღებვასთან დაკავშირებით იყო პრობლემები და აქაც შემოვიღეთ ფირის გადაკვრის შესაძლებლობა და უკვე ასამდე მძღოლმა ისარგებლა ამ სერვისით. გარდა ამისა, ვინც 10 ოქტომბრამდე ვერ მოასწრო დარეგისტრირება და შემდეგ არის დარეგისტრირებული, მათაც მივეცით შესაძლებლობა მიიღონ ვაუჩერები. ასევე, პირველი იანვრის შემდეგ დარეგისტრირებულებსაც, ვისაც 15 წელზე ახალი მანქანა ჰყავს, მათაც მივეცით შესაძლებლობა ისარგებლონ, როგორც გადაკვრის და შეღებვის ვაუჩერით, ასევე ქიმწმენდის ვაუჩერით“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები