კომპანია ”სვეტს” მივეცით შესაძლებლობა, გამოასწოროს ჩვენს მიერ მითითებული შეცდომები და გამოსწორების შემთხვევაში მიეცემა შესაძლებლობა, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განუცხადა. მისი თქმით, დარღვევები არის ორი მიმართულებით – უნებართვო მშენებლობა და სახანძრო უსაფრთხოება.
”ჩვენ როდესაც მოვედით ქალაქის ხელისუფლებაში, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად 41-ე დადგენილებაში შევიტანეთ ცვლილება ისევ და ისევ ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ძალიან ცუდია არსებული სიტუაცია. კომპანიას მივეცით შესაძლებლობა, გამოასწოროს ჩვენს მიერ მითითებული შეცდომები. გამოსწორებს შემთხვევაში მიეცემა შესაძლებლობა, ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ვერავის მივცემთ უფლებას უკანონო მშენებლობები აწარმოოს. ვხედავთ სადამდე მივედით და რა მდგომარეობაში ვართ”, – განაცხადა კალაძემ.