Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
კახა კალაძე შვეიცარიაში გადაღებულ მორიგ ფოტოებსა და ვიდეოს გვიზიარებს: „მჯერა, რომ არსებობს მეგობრობა ქალაქებს შორის“ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე შვეიცარიაში გადაღებულ მორიგ ფოტოებსა და ვიდეოს გვიზიარებს: „მჯერა, რომ არსებობს მეგობრობა ქალაქებს შორის“

393
კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ბერნის მერთან ერთად გადაღებულმა ფოტოებმა საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა. 

დედაქალაქის მერი შვეიცარიაში გადაღებულ მორიგ ფოტოებსა და ვიდეოს ინსტაგრამზე გვიზიარებს.

ცნობისთვის, თბილისსა და ბერნს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ბერნში ოფიციალური ვიზიტით მყოფი კახა კალაძე, ქალაქის მერს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვეს თბილისსა და ბერნს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის და ურბანული განვითარების კუთხით არსებულ გამოცდილებაზე.

თბილისის მერმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ამ მიმართულებით საქართველოს დედაქალაქში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

„არ ვიცი, არსებობს თუ არა მეგობრობა ერებს შორის, თუმცა, მჯერა, რომ არსებობს მეგობრობა ხალხს და ქალაქებს შორის და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ ჩვენ, ყველანი ევროპაში ვდგავართ ერთიან პრინციპებსა და ღირებულებებზე – ეს არის პატივისცემა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მიმართ. მჯერა, რომ რადგან ქალაქები უფრო ახლოს არიან მოქალაქეებთან, უფრო კარგად შეძლებენ, ამ ერთიანი ღირებულებების გარშემო ითანამშრომლონ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ თბილისის და ბერნის ურთიერთობა მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა ბერნის მერმა ალეკ ფონ გრაფენრიდმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები