ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელმაც რეკომენდაცია გასცა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი განცხადებით, საქართველოს ევროპული მომავალი ურყევია! კალაძე მზადყოფნას გამოთქვამს, გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ღირსეული წევრი!“
„ურყევია ქართველი ხალხის ნება – საერთო ღირებულებების დაცვით, ქართული, ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებით, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.
მმართველი პოლიტიკური გუნდის, საქართველოს ხელისუფლების ყველა ნაბიჯი სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
პარტია “ქართულმა ოცნებამ” უდიდესი ძალისხმევა გასწია ევროინტეგრაციის გზაზე, იქნება ეს გატარებული რეფორმები თუ იმ არაერთი გამოწვევის დაძლევა, რასაც ადგილი ჰქონდა და აქვს მიზანმიმართულად.
ოპოზიციის მხრიდან მუდმივი ხელის შეშლის, საბოტაჟის, პროცესებში მონაწილეობაზე უარის თქმის, პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობის მიუხედავად, “ქართული ოცნება” ერთგულია თავისი პრინციპების და არასდროს გადაუხვევს ქართველი ხალხის ნებას და ჩვენს მთავარ მიზანს.
უდავოა, საქართველომ ევროინტეგრაციის პროცესში მიაღწია დიდ პროგრესს და ამის აღიარება, არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელია.
მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკომისიას, რომელმაც რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, რათა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.
მადლობას ვუხდით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს დახმარებისთვის, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად გასწია.
ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, ვინც კეთილსინდისიერად, პროფესიულად ემსახურება ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელებას ევროინტეგრაციის კუთხით.
მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ღირსეული წევრი!“,- წერს კალაძე.
საქართველოს ევროპული მომავალი ურყევია!ურყევია ქართველი ხალხის ნება – საერთო ღირებულებების დაცვით, ქართული, ეროვნული…Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on Wednesday, November 8, 2023
ამავე თემაზე იხილეთ:
ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.