LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: სამწუხაროდ, გამოსაძიებელი არაფერია

125
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (3)

დედაქალაქის მერის განცხადებით, აშშ-ს მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით გამოსაძიებელი არაფერია.

„სამწუხაროდ, გამოსაძიებელი არაფერია. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვასანქცირებთ ადამიანებს, არ გავცემთ ვიზას კონკრეტულად ამ ოთხ ადამიანზე და ვერ შევლენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა არ გვეუბნებიან რა არის ამის მიზეზი“, – აცხადებს კახა კალაძე.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საჭიროა მტკიცებულებები, რაზე დაყრდნობით მოხდა მოსამართლეების დასანქცირება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აღქმული იქნება სუვერენული სახელმწიფოს დემოკრატიულ ინსტიტუტზე ზეწოლად.

„ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვასანქცირებთ ადამიანებს და არ გავცემთ ამ კონკრეტულ ოთხ ადამიანზე ვიზას, ვერ შევლენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა არ გვეუბნებიან მიზეზი რა არის, რატომ? როდესაც საუბარია პარტნიორობაზე, მეგობრობაზე, ამას ყოველთვის აქვს ორი მხარე, ცალმხრივი ვერ იქნება. ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მზად ვართ, მომავალშიც გავაკეთოთ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, უფრო საინტერესო იყოს, თუმცა როდესაც ვისმენთ გადაწყვეტილებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა, რომელსაც არა აქვს არანაირი არგუმენტაცია, არ აქვს არანაირი მტკიცებულება, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა კალაძემ.

გვრიტიშვილი: მოსამართლეები მივიჩნევთ, რომ ეს არის თავდასხმა სუვერენულ სახელმწიფოზე, მცდელობა, მოახდინონ გავლენა სასამართლოზე და დაიმორჩილონ, რასაც არ დავუშვებთ

მურუსიძე: აშშ-ის საელჩოს გზავნილი მოსამართლეების მიმართ, თუ იმას არ გააკეთებთ, რაც ჩვენთვის მისაღებია, დაგემართებათ ის, რაც დაემართა მურუსიძეს, დარწმუნებული ვარ, არ იმუშავებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები