თბილისის მერმა კახა კალაძემ, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, პირველი კომენტარი გააკეთა.
კალაძის თქმით, ხანძრის სრულად ლოკალიზება, უახლოეს მომავალში მოხდება.
“მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის და რამდენიმე ხანში ალბათ, მთლიანად იქნება ლოკალიზებული ხანძარი”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ხანძარი თევდორე მღვდლის ქუჩაზე, არსებულ სავაჭრო სივრცე “თერგში” დაახლოებით, ერთი საათის წინ გაჩნდა. მისი სრულად ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
უცნობია, ხანძრის გავრცელების ფართობი და ზარალის ოდენობა, ასევე, ჯერჯერობით არ საუბრობენ მიზეზებზე.