LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე ლარის კურსის გაუფასურებას რეგიონში არსებულ ვითარებას უკავშირებს

54

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ლარის კურსის დამატებით გაუფასურებას რეგიონში არსებულ ვითარებას უკავშირებს.

”მე უფრო მგონია, რომ ეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ხდება. ლარის მცირედ გაუფასურება დოლართან მიმართებაში, თუნდაც აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესები, ნავთობის ფასის ვარდნა და ყველაფერი ეს აისახა ლარზე,” – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ლარის დასტაბილურებას, ვიცე-პრემიერის თქმით, ამაზე საუბარი გაუჭირდება.

”ეს ალბათ უფრო ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს უნდა ჰკითხოთ”, – აღნიშნა კალაძემ.

ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4445 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები