LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე – “ეს არის მორიგი სიბინძურე ბატონი მელიას მხრიდან, რომელიც იმ „შპანას“ ხელმძღვანელობს, რომელსაც ეძგვერაძე და ძმანი მისნი წარმოადგენენ

177
fot-2023-09-22_09-12-00_298876

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, საკრებულოს ოპოზიციონერ წევრ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმასთან კავშირი არც მას აქვს და არც გლდანის მაჟორიტარ დეპუტატ კოტე ზარნაძეს.

მისი მტკიცებით, ეძგვერაძეზე თავდასხმა პოლიტიკოსის წარსულს უკავშირდება.

„ჰანტელები დაგვარტყეს.. ყველაფერი დაამტვრიეს.. როდესაც გვირტყამდნენ ნიკა მელიას აგინებდნენ“ – ირაკლი ეძგვერაძე 

„ეს არის მორიგი სიბინძურე ბატონი მელიას მხრიდან, რომელიც იმ „შპანას“ ხელმძღვანელობს, რომელსაც ეძგვერაძე და ძმანი მისნი წარმოადგენენ. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები. ნახსენები იყო ჩემი და კოტე ზარნაძის სახელი. ასეთი სიტყვიერი დაპირისპირებები საკრებულოში ძალიან ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ ეს ყველაფერი რჩება საკრებულოს კედლებს შიგნით, არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმე ვინმეს დაპირისპირებოდა შემდეგ. ის, რაც მოხდა, ყველაფერი უკავშირდება ბატონ ეძგვერაძეს და მის წარსულს… ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელსაც უნდოდა ქურდობა, შემდეგ არ გამოუვიდა ეს, შემდეგ ქუჩის ბიჭობდა და მელიას დასაყრდენი იყო გლდანში, ახალგაზრდებს სცემდა, აშანტაჟებდა, შეურაცხყოფას აყენებდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვიდეო: ნიკა მელიას თქმით, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხა 50-დან 60-მდე ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანი

ხაბეიშვილი: „ტურებივით ჩასაფრება მოუწყვეს ირაკლი ეძგვერაძეს და მის თანმხლებ პირს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ათობით ადამიანი დაესხა თავს“

„მთელმა გლდანის რაიონმა იცის, რა კაცია კოტე ზარნაძე და რა კაცია ირაკლი ეძგვერაძე“ – დაპირისპირება საკრებულოში  

ენმ-ის ცნობით, გლდანში ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავეს – „მოვითხოვთ, მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!“

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები მიმართვას ავრცელებენ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები