დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რომელიც 2021 წლის თვითმმათველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატია, დღეს ნარკოტესტს ჩააბარებს.
კახა კალაძემ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის გათვალისწინებით იგივე მოუწოდა კონკურენტებსაც.
კამპანიის ფარგლებში – “არა ნარკოტიკი – ნარკოტიკი კლავს” ნარკოლოგიური შემოწმების გავლა მერობის სხვა კანდიდატებს ნებაყოფლობით შეუძლიათ.
„მინდა, მივმართო ყველა კანდიდატს: კეთილი ვინებოთ და ყველამ ჩავაბაროთ ნარკოტესტი, შედეგები კი საზოგადოებას წარვუდგინოთ. მე მზად ვარ, ორშაბათს გავაკეთო ეს ტელევიზიების თანდასწრებით”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ვიზიტი ჯერ მხოლოდ კახა კალაძემ დაგეგმა.