LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე დედაქალაქში ველოსიპედების შემოყვანას გეგმავს

182
kaladxevelo

დედაქალაქის მერია ველოსიპედების შემოყვანას აპირებს. სატრანსპორტო საშუალების აღნიშნულ მოდელში იქნება ასევე, მცირეწლოვანი ბავშვის გადასაყვანად მოსახერხებელი სამბორბლიანი ველოსიპედებიც. ამის შესახებ კახა კალაძემ ფეისბუქჩართვისას განაცხადა.

„დედაქალაქის მერია მომავალში გეგმავს ველოსიპედების შემოყვანას. ასევე, სამბორბლიანი ველოსიპედების – მათთვის, ვისაც უფრო კომფორტულად უნდა მგზავრობა. შეუძლიათ, ბავშვები ჩაისვან უკან და თვითონ ველოსიპედი ატარონ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კალაძემ განმარტა, რომ  ველოსიპედების შემოყვანა უახლოეს თვეებში იგეგმება. რაც შეეხება აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობის საფასურს, დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ  გადახდა სავარაუდოდ მეტრომანით იქნება შესაძლებელი.

კალაძემ ელექტროსკუტერი დატესტა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები